ნურმაგომედოვის მენეჯერმა მაკგრეგორის მიერ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა
Aa
Aa

ნურმაგომედოვის მენეჯერმა მაკგრეგორის მიერ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა

კონორ მაკგრეგორმა შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს თავი რამდენიმე გამოხტომით დაამახსოვრა. ყველაზე განხილვადი 2018 წლის აპრილში მომხდარი ინციდენტი გახლდათ, როცა ირლანდიელმა კომპანიონებთან ერთად ავტობუსს, რომელსაც UFC-ის მებრძოლები სასტუმროში გადაჰყავდა, სხვადასხვა საგნები დაუშინა.


 

ქომაგთა უმრავლესობამ მაკგრეგორი გააკრიტიკა. დენა უაითმა კი მომხდარს UFC-ის ისტორიაში ყველაზე საშინელი მოვლენა უწოდა. ავტობუსში ნურმაგომედოვიც იმყოფებოდა და როგორც კონორი ამტკიცებს დაღესტნელს ძალიან შეეშინდა.

 

მაკგრეგორისგან აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს ხაბიბის მენეჯერი, ალი აბდელ-აზიზი. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საუბრისას ზემოთ ხსენებული ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა: „როცა ეს მოხდა მინდოდა ავტობუსი სასწრაფოდ დამეტოვებინა. ხაბიბი კი მშვიდად იჯდა და იღიმოდა“.

„რამდენიმე წამის შემდეგ მან მითხრა - დამშვიდდი. განგსტერებს ვიდეოს გადასაღებად კამერები არ მოაქვთ“.

„ხაბიბი არც წამომდგარა! იჯდა და იღიმოდა“.

ცხელი ამბები