Aa
Aa

ფინეთი მსოფლიოს ჩემპიონია

ყინულის ჰოკეის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სკანდინავიელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში კანადის ეროვნულ გუნდს 3-1 სძლიეს და სანუკვარი თასი 2011 წლის შემდეგ პირველად აღმართეს.

მატჩის გმირი ფინელთა კაპიტანი, მარკო ანტილა გახდა. ამ უკანასკნელმა თავი პლეიოფის ყველა შეხვედრაში გამოიჩინა და მეტოქე გუნდის კარის აღება ფინალშიც მოახერხა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ანტილამ დუბლი გაიფორმა და მისი სახელი ფინური ჰოკეის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

ტურნირის MVP კანადის ეროვნული გუნდის ფორვარდმა, მარკ სტოუნი მოიპოვა. “ვეგას გოლდენ ნაითსის“ მოთამაშემ 14 ქულა დააგროვა და 8 გოლთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ბრინჯაოს მედლები რუსეთის ნაკრებმა დაისაკუთრა. ოვეჩკინმა და კომპანიამ ჩეხები ბულიტების სერიაში დაამარცხეს და საკუთარი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს.

ცხელი ამბები