Aa
Aa

ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი "ნაცუ ბაშოზე"

ლევან გორგაძის მეტოქე "ნაცუ ბაშოს" მე-8 სატურნირო დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოთა ენდო იყო, რომელთანაც ტოჩინოშინი უატედაშენაგეს ილეთით მოულოდნელად დამარცხდა.

გორგაძემ პირველი კონტაქტის დროს მავაშის აღება ვერ შეძლო, რაც მეტოქეს ნაწილობრივ გამოუვიდა, ენდომ წინა ჩავლება აიღო და წონასწორობა დაკარგული ტოჩინოშინი დოჰიოზე დაეცა.

უნდა ვთქვათ, რომ ენდოს ტაქტიკა სწორი იყო და ქართველი რიკიში ამას არ ელოდა.

დღემდე ლევანსა და ენდოს შორის ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა იყო - 4-4-ზე.

ტოჩინოშინი ხვალ მისთვის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მეტოქეს უკვე ოძეკი ტაკაკეიშოს შეერკინება.

წინა ბაშოზე ყველას კარგად ახსოვს ტრავმირებული ლევანის მარცხი ტაკაკეიშოსთან, რაც ოძეკობის დაკარგვით დასრულდა. თავად იაპონელი კი დაწინაურდა და ოძეკი გახდა.

ტოჩინოშინი მას სულ 7-ჯერ შეხვდა და 6 შემთხვევაში მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ ტაკაკეიშო მიმდინარე ბაშოზე მცირე ტრავმით ასპარეზობს და მის ანგარიშზე მხოლოდ 3 მოგებაა.

ცხელი ამბები