Aa
Aa

"ღამე მუზეუმში" - ოლიმპიურ კომიტეტში

მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კოორდინაციით, ქვეყნის მასშტაბით 2016 წლიდან ტარდება ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური აქცია ,,ღამე მუზეუმში".

აღნიშნულმა აქციამ ტრადიციული ღონისძიების სახე მიიღო და ყოველ წელს მუზეუმის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში აღინიშნება. 

საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი უერთდება ყოველწლიურ აქციას ,,ღამე მუზეუმში" და აქციის ფარგლებში 18 მაისს სტუმრებს უმასპინძლებს 17:00 საათიდან  22:00 საათამდე (მაჩაბლის ქუჩა № 11).

ამ დროის განმავლობაში  დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონ -პრიზიორებთან ერთად დაათვალიერონ მუზეუმი, გაეცნონ ქართული სპორტის და ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს, ასევე დიდ ეკრანზე იხილონ თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია.

ცხელი ამბები