ჰოკეი: საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება დრამატულ მატჩში
Aa
Aa

ჰოკეი: საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება დრამატულ მატჩში

ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. დრამატულ შეხვედრაში საქართველომ ისლანდია 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 0:3 მარცხდებოდა, თუმცა მატჩის დარჩენილ დროში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ქართველთა მხრიდან გოლები არტიომ კოზიულინის, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილის, არტიომ კურბატოვისა და ალექსანდრე ვასილჩენკოს ანგარიშზეა, ხოლო ოლივერ ობოლგოგიანმა დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ,  2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის პირველ მატჩში როლანდ სვანიძის გუნდი ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 დამარცხდა. მეორე ტურში საქართველომ მექსიკა 3:2 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ისლანდიასთან შესანიშნავი თამაში მოჰყვა.

ისლანდიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B დივიზიონში ადგილი გაინაღდა. სვანიძის გუნდს მედლების მოპოვების რეალური შანსი აქვს. ამ ეტაპზე ქართველები 6 ქულით მესამე ადგილს იკავებენ. პირველ პოზიციაზე 11 ქულით ისრაელია, მეორე ადგილს 9 ქულით ახალი ზელანდია იკავებს.

27 აპრილს თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოსა და ისრაელის დაპირისპირება დაიწყება.

ფოტო: Cloudnr9

ცხელი ამბები