ბრაზილიაში UFC-ის ყოფილი მებრძოლი მოკლეს
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  11:06

ბრაზილიაში UFC-ის ყოფილი მებრძოლი მოკლეს

ბრაზილიაში ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით UFC-ის ყოფილი მებრძოლი, როდრიგუ დე ლიმა სიცოცხლეს გამოასალმეს. 

26 წლის სპორტსმენი 2014-15 წლებში UFC-ში გამოდიოდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და ორი ორთაბრძოლიდან ორივეში დამარცხდა.

ლიმას დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია როდრიგუს ბავშვობის მეგობარმა და UFC-ის მებრძოლმა, მიჩელ პრაზერესმაც დაადასტურა, როგორც ირკვევა ეს უკანასკნელი ინციდენტს თავადაც შეესწრო.

პრაზერესისს თქმით ლიმა UBER-ით სარგებლობდა და მძღოლთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. როდრიგუმ და მისმა თანმხლებმა პირებმა გარკვეული დროის შემდეგ მანქანა დატოვეს და მძღოლმა გზა განაგრძო, თუმცა მალევე დაბრუნდა და ლიმას უკნიდან დაეჯახა. პრაზერესს არ დაუზუსტებია როდრიგუს მეგობრები ამ დროს მანქანაში იმყოფებოდნენ თუ არა.

ბრაზილიური გამოცემების მიხედვით ლიმა ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველები კი დამნაშავეს ეძებენ, რომელიც მიმალვაში იმყოფება.

ლიმას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. MMA-ის ეგიდით მას 13 ორთაბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და წარმატებას 9-ჯერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები