Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: 2 ქართველი ფინალშია! ლაშა გობაძემ საოცარი ილეთით მოიგო!

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალში გობაძემ ფინელი როპონენი ბრწყინვალე ილეთით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გობაძემ მეოთხედფინალში რუსი კომაროვი 5-0 დაამარცხა, მან ასევე სძლია მოლდაველ ბრადუს.

შეგახსენებთ, 67 კგ. წონით კატეგორიაში საჩინო დავითაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლევან ქავჟარაძე, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის ტიტულოვან თურქ რიზა კაიას შეხვდება.

ცხელი ამბები