Aa
Aa

ორი ქართული მედალი - ვერცხლი და ბრინჯაო ბუქარესტიდან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბექა ლომთაძე (61 კგ) სომეხ არსენ არუთინიანთან 11-17 დამარცხდა.

ლომთაძემ ფინალი დამაჯერებლად დაიწყო და 8-0-საც იგებდა, თუმცა მეტოქე ფიზიკურად უკეთ მომზადებული აღმოჩნდა და ოქროს მედალსაც სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.

74 კგ კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც უკრაინელ მიხაილოვს დამაჯერებლად 12-1 სძლია და მედალი ლამაზ სტილში მოიპოვა.

დღესვე 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.

გენოს მეტოქე გამოცდილი და უძლიერესი თურქი ფალავანი ტაჰა აკგული იქნება.

კენჭაძის ბრწყინვალე გამოსვლა ბრინჯაოს მედალზე

 

ცხელი ამბები