დიდი თანხა და ფეხბურთელები - როგორ დაიყოლია პერესმა ზიდანი
Aa
Aa

დიდი თანხა და ფეხბურთელები - როგორ დაიყოლია პერესმა ზიდანი

როგორც მოგეხსენებათ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" დაბრუნდა და "სამეფო კლუბის" ქომაგები სიხარულისგან შოკში ჩააგდო.

ზიდანი "რეალს" სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, ამის შემდეგ ის კლუბში 2022 წლამდე დარჩება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი ფრანგი სპეციალისტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აი რაც შეეხება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას... ბრიტანული Independent-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ზიზუმ ფლორენტინო პერესს ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ფუნტი მოსთხოვა, რომელსაც თავად განკარგავს.

სახელდება სიაც, რომელშიც ნომერ პირველი ედენ აზარია, შემდეგ მოდიან მბაპე, ნეიმარი და ერიკსენი.

რა თქმა უნდა "რეალი" ხსენებული სიიდან ყველა მოთამაშეს ვერ შეიძენს, რადგან ამ ყველაფერს გაცილებით მეტი თანხა და დრო დასჭირდება.

მადრიდელთა მთავარი ამოცანა აზართან ერთად რომელიმე ზემოხსენებული ფეხბურთელის შეძენა იქნება.

ხსენებულ 300 მილიონ ფუნტს პლუს დაემატება ის თანხაც, რომელსაც კლუბი გაყიდული მოთამაშეებიდან მიიღებს. საუბარია გარეთ ბეილისა და ლუკა მოდრიჩის გასხვისებაზე.

ამ ეტაპზე მეტი გვარი არ დასახელებულა. რაც შეეხება ისკოსა და მარსელოს, ზიდანს სოლარისგან განსხვავებით მათთან ცუდი ურთიერთობა არ აქვს და სავარაუდოდ ესპანელი გუნდში დარჩება.

ასევე იგეგმება ხამეს როდრიგესის საბოლოოდ გაყიდვა.

მადრიდში ცეცხლი კვლავ დაინთო - პერესმა მორიგი ხმაურიანი ნაბიჯი გადადგა. ახლა ყველაფერი ზიდანზეა დამოკიდებული.

როგორც წესი, ფეხბურთში "მეორედ მოსვლები" მთლად სახარბიელოდ არ სრულდება ხოლმე... თუმცა ზიდანი მთელი თავისი საფეხბურთო თუ სამწვრთნელო კარიერით განსაკუთრებულია და ვინ იცის, იქნებ ამჯერადაც გაგვაკვირვოს...

ასევე იხილეთ - რამოსმა დუმილი დაარღვია - "აიაქსთან" მიღებული ბარათი, კონფლიქტი პერესთან და მარსელოსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები