რამოსმა დუმილი დაარღვია -
Aa
Aa

რამოსმა დუმილი დაარღვია - "აიაქსთან" მიღებული ბარათი, კონფლიქტი პერესთან და მარსელოსთან

ბოლო დღეებში სერხიო რამოსის ირგვლივ ბევრი ხმაური და კითხვის ნიშანი იყო.

"აიაქსთან" განზრახ მიღებული გაფრთხილება, ფლორენტინო პერესთან გასახდელში დაპირისპირება და სხვა.

მადრიდელთა კაპიტანმა გაურკვევლობას ნათელი მოჰფინა და გულშემატკივრებისა და პრესისთვის ამ ყველაფერზე ისაუბრა.

"აიაქსთან" განზრახ მიღებულ ყვითელ ბარათზე: "ეს თავიდან ბოლომდე შეცდომა იყო. განაჩენი 200%-ით დავიმსახურე".

ფლორენტინო პერესთან დაპირისპირებაზე: "ამის შესახებ უკვე ყველაფერი ითქვა და ცნობილია. აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველას აქვს მხოლოდ ერთი ინტერესი - მადრიდის "რეალი"."

თანაგუნდელებთან საუბარი, მათი მოტივირება და კრიტიკა: "გასახდელში ერთმანეთს ყოველთვის ვესაუბრებით და ერთურთს მოტივაციას ვმატებთ".

დისკვალიფიკაციის მიუხედავად ვალიდოლიდში ჩასვლა და გუნდთან ერთად ყოფნა: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და მათი გამხნევება მსურდა".

მარსელოსთან დაპირისპირება: "ვარჯიშების დროს ხშირად გვაქვს ხოლმე მცირე კამათი. ეს დაძაბულობა ყოველდღიურობის ნაწილია და ასეთები ხდება ხოლმე. მარსელო ჩემთვის ძმასავით არის".

მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსებული პრობლემები: "ეს საკითხი კლუბს ეხება და ჩვენ ამაში ჩარევის უფლება არ გვაქვს. ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხარს ყოველთვის დაუჭერენ".

ესპანურმა გამოცემა Marca-მ გააკეთა გამოკითხვა, რომელიც რამოსის მიერ გამოქვეყნებულ ახსნა განმარტებებს ეხებოდა.

დაფიქსირდა 125 753 ხმა, რომელთა 50% თვლის, რომ კაპიტნის ეს ნაბიჯი არასაჭირო იყო. 38%-ს მიაჩნია, რომ ეს სწორი იყო, ხოლო 12% ამას არასწორად თვლის.

ასევე იხილეთ - 23 წლის ამერიკელმა ველომრბლოლელმა მსოფლიო ჩემპიონმა თავი მოიკლა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები