გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა "იუვენტუსზე": "ეს შეუძლებელია... ვიღაცა ტვიტერში რაღაცას დაწერს და..."

იტალიურ პრესაში გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს პეპ გუარდიოლა მიმდინარე სეზონის შემდეგ "იუვენტუსს" 4 წლით ჩაიბარებდა.

"უოტფორდთან" გამარჯვების (3:1) შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ამ თემის შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა და ყველაფერს აფსურდი უწოდა.

"მე "სიტისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და წასასვლელად ვემზადები? ეს შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბი მე დამითხოვს. ასეთ ვარიანტში მე სახლში წავალ. თუ "სიტი" მოინდომებს მე აქ ორი წლით დავრჩები და იმედი მაქვს კიდევ ერთითაც.

უახლოეს ორ წელიწადში "იუვენტუსში" გადასვლას არ ვაპირებ.

ვიცი, რომ დღეს სოციალურ ქსელებს დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მესმის, არ მესმის. ვიღაცა ტვიტერში რაღაცას დაწერს და ამის შემდეგ მსხვილი გამოცემები ამტკიცებენ, რომ მე 4 წლით "იუვენტუსში" მივდივარ. ეს რატომ ხდება? ისინი ჩემთან დაკავშირებას საერთოდ არ ცდილობენ, არ უკავშირდებიან არც ჩემს აგენტსა და არც მასიმილიანო ალეგრის, არც "სიტისა" და არც "იუვენტუსს".

ალეგრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საწყენია".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ალეგრის ტურინის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ცნობილი გვარი სახელდება. როგორც ხედავთ სიიდან პეპ გუარდიოლა უკვე გამოირიცხა.

ასევე იხილეთ - "ადვილ გზებს არ ვეძებთ" - რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას რუსეთში გამართავს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები