Aa
Aa

"ადვილ გზებს არ ვეძებთ" - რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას რუსეთში გამართავს!

როგორც მოგეხსენებათ შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა სპორტსმენმა, რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი იანვარშიგააფორმა. იგი ამერიკაში ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში ვარჯიშობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან თანამშრომლობს.

დღეს ოფიციალურად დაზუსტდა, რომ დოლიძე UFC-ში პირველ შეხვედრას 20 აპრილს რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში რუს ჰაჯიმურად ანტიგულოვთან გამართავს.

ანტიგულოვს UFC-ში დღემდე 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 2 მოიგო და 1 დათმო.

რომან დოლიძე აქამდე WWFC-ის ეგიდით იბრძოდა და 6-დან ყველა ორთაბრძოლა გამარჯვებით აქვს დასრულებული.

ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს ახალი ამბავი სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა: "დღეს მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ადვილ გზებს არ ვეძებთ".

შეგახსენებთ, რომ დოლიძე ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ასევე იხილეთ - თუ ვინმე გკითხავთ რატომ გიყვართ ფეხბურთი, ანახეთ მას ეს ვიდეო

ცხელი ამბები