Aa
Aa

"ბორჯღალოსნები" 6 ერს უახლოვდებიან

მსოფლიო რაგბის სოციალურ ვებ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იმ ახალი ტურნირის ფორმატია განხილული, რომელიც 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.  რაგბის ხელმძღვანელების აზრით, ლიგა ორ ნაწილად უნდა დაიყოს - ევროპისა და მსოფლიო კონფერენციებად.

კონფერენციაში 12 ნაკრები იქნება, რომლებიც ორ დივიზიონში გადანაწილდებიან.  მსოფლიოს კონფერენციის პირველ დივიზიონში 4 ერის წევრებს საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებები დაემატებიან.

რაც შეეხება ევროპას, აქ პირველ კონფერენციაში 6 ერის ნაკრებები მოხვდებიან, ხოლო მეორე ტურნირი რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომლის გამარჯვებულიც 6 ერში ასასვლელად 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს.

მსოფლიო რაგბის ლიგის გამარჯვებული ასე გამოვლინდება: მსოფლიოსა და ევროპის კონფერენციის პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ნახევარფინალებში შეხვდებიან, გამარჯვებულები კი მსოფლიო რაგბის ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ.

შეიქმნება მესამე დივიზონიც, იქ მოთამაშე ნაკრებებს კი მეორე დივიზონში დაწინაურებისთვის ზუსტად იმავე გზის გავლა მოუწევთ.

 

ცხელი ამბები