Aa
Aa

იკარდის კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს

მაურო იკარდიმ „ინტერის“ სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ მუხლის ტრავმის გამო ვარჯიშის დაწყება არ შეუძლია და კვლავ აღდგენითი პროცესის გავლა უნდა გააგრძელოს. არგენტინელი ფორვარდი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, გუნდთან ერთად კი 13 თებერვლის შემდეგ არ უვარჯიშია.

„ნერაძურის“ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, კულუარულად კი იწერება, რომ დღეს სპალეტი და იკარდი დახურულ კარს მიღმა შეხვედრას აპირებენ.

„ინტერსა“ და მის კაპიტანს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები თვეზე მეტია შეწყდა და იტალიური პრესა სიტუაციის გამოსწორებას არც უახლოეს პერიოდში ელოება.

ამასობაში, იკარდიმ „შავ-ლურჯების“ ქომაგები კიდევ ერთხელ გააღიზიანა და „ინსტაგრამზე“ „იუვენტუსის“ მცველის, ჟოაო კანსელოს პოსტი მოიწონა, რომელიც პორტუგალიელმა „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა.

კანსელო და იკარდი „ინტერში“ თანაგუნდელები იყვნენ, თუმცა „ნერაძურის“ ტიფოზებმა მათი გუნდის ყოფილი კაპიტნის საქციელი მაინც მაპროვოცირებლად ჩათვალეს. პრესა წერს, რომ იკარდი „იუვენტუსთან“ უკვე შეთანხმებულია და ზაფხულში კარიერას სწორედ „ინტერის“ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მეტოქის რიგებში გააგრძელებს.

ასევე იხილეთ - ტრაგედია გაბონში! ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ დაეცა და გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები