Aa
Aa

ტრაგედია გაბონში! ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ დაეცა და გარდაიცვალა

გაბონის ჩემპიონატში ტრაგედია მოხდა. 30 წლის ფეხბურთელი ჰერმან ცინგა საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე მოწყვეტით დაეცა და გონება დაკარგა, მოგვიანებით კი ოვენდოს ჰოსპიტალისკენ მიმავალ გზაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.

ტრაგედია "აკანდასა" და "მისილეს" შეხვედრის 23-ე წუთზე დატრიალდა. ექიმებმა ცინგას გადარჩენა ვერ შეძლეს.

არის მეორე ვერსიაც, რომელსაც ადგილობრივი პრესა ავრცელებს, რომლის თანახმადაც ექიმებს იმ მომენტში არც დეფიბრილატორი და არც ჟანგბადის ნიღბები არ ჰქონიათ და ფეხბურთელს შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს.

ჰერმან ცინგა ადგილობრივი გაბონური "აკანდას" ღირსებას იცავდა.

ამ ეტაპზე ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ასევე იხილეთ - როგორ ვისაუბროთ ბურთთან შენობით, ანუ როგორ თამაშობდა დავით ყიფიანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები