ვალდანო:
Aa
Aa

ვალდანო: "რეალი ბარსელონას მსგავს გუნდურ სულისკვეთებას ვერ ფლობს"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხორხე ვალდანომ, რომელიც შემდგომში კლუბის გენერალურ მენეჯერადაც მუშაობდა, თავისი საყვარელი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ესპანურ პრესასთან საუბარში ვალდანომ განვლილი "კლასიკოები" შეაჯამა, სოლარის გუნდს ერთობა და სულისკვეთება დაუწუნა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ხულენ ლოპეტეგის მიერ დაწყებული სამუშაოც ახსენა, რომლის დასრულება ესპანელ სპეციალისტს არ დასცალდა.

"მადრიდელებს ბრძოლისუნარიანობას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდნენ და თავიანთ მაქსიმუმს აკეთებდნენ, ეს ცალსახაა და ამაში "რეალს" ბრალს ვერ დავდებთ.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, მათ ვინისიუსი თამაშიდან გამოთიშეს. ვალვერდემ თამაში ძალიან კარგად წაიკითხა.

ბრაზილიელი კოლექტიურად ამოკეტეს. სერხი რობერტომ, ბუსკეცმა და პიკემ მწვრთნელის დავალება იდეალურად შეასრულეს.

"რეალი" "ბარსელონას" მსგავს გუნდურ სულისკვეთებას ვერ ფლობს. სწორედ ამას ცდილობდა ლოპეტეგი, მაგრამ მას საკმარისი დრო არ მისცეს.

დაძაბულობამ თავისი ქნა. "ბარსა" საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, რასაც "კამპ ნოუზე" ჩატარებულ შეხვედრაზე ვერ ვიტყოდით. მადრიდში ისინი "რეალზე" გაცილებით მშვიდები იყვნენ.

მადრიდელებს ახალი სისხლი სჭირდებათ. "რეალი" სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად უნდა გავიდეს. გუნდმა მომდევნო თამაშზე უნდა იფიქროს, კლუბმა კი მომდევნო სეზონზე.

რაც შეეხება ისკოს სიტუაციას. მსგავსი რამ ადრე მეც გადამხდა, თუმცა ასეთ დონეზე არასდროს. მიუხედავად უთანხმოებისა, ჩემს მოთამაშესთან ურთიერთობა ისე არასდროს დამძაბვია, რომ მისთვის ხმაც არ გამეცა.

იმედი მაქვს, რომ სამწვრთნელო შტაბიდან ისკოსთან კონტაქტი ვინმეს მაინც აქვს. სოლარი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც გეუბნება, რომ მასთან ხარ, ან მის წინააღმდეგ.

"აიაქსის" დაუფასებლობა - "რეალმა" ეს შედცომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას".

ასევე იხილეთ - "ღვთის გულისათვის, ახლა „რეალზე“ საუბარს არ ვაპირებ" - ნეიმარის ინტერვიუ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები