დღეს
Aa
Aa

დღეს "ბარსა" "რეალის" წინააღმდეგ კლასიკური დიზაინის სპეციალური ფორმით ითამაშებს

დღეს "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ წლევანდელი სეზონის ფორმებით არ ითამაშებს. კატალონიელები კლასიკური დიზაინის სპეციალურ ფორმას მოირგებენ.

ეს ინიციატივა კომპანია Nike-ს ეკუთვნის, რომელიც "ბარსას" ფორმის მწარმოებელი ზუსტად 20 წლის წინ გახდა.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა ფორმა მათ მიერ "ბარსასთვის" შექმნილი პირველი ფორმის ანალოგიური იქნება, რომელსაც კატალონიური კლუბი 1998-2000 წლებში ირგებდა.

ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც გუნდში რივალდო, ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჩავი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ასევე იხილეთ - "ელ კლასიკო" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები