ალ ხელაიფი:
Aa
Aa

ალ ხელაიფი: "2000% პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ მბაპე და ნეიმარი რჩებიან"

როგორც მოგეხსენებათ ევროპული პრესა "პსჟ"-ს შესაძლო დასჯაზე აქტიურად წერს.

პარიზელებს უეფას ფეარ პლეის წესების დარღვევას ედავებიან. საქმე ეხება ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერებს, რომელთა სანაცვლოდაც ფრანგულმა კლუბმა რეკორდული თანხა გადაიხადა.

"ფეარ პლეის წესების დასაცავად "პსჟ" ნეიმარს, ან მბაპეს შეელევა" - ასეთ სათაურებს პრესაში ხშირად შეხვდებოდით. ეს ყველაფერი პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ უარყო.

"100%-ით, არა 2000% პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ მბაპე და ნეიმარი მომდევნო სეზონშიც "პსჟ"-ს ღირსებას დაიცავენ.

ბევრი გამოცემა და მათ შორის ყველაზე მეტად ფრანგული წერს, რომ ჩვენ მბაპეს, ან ნეიმარის გაყიდვა მოგვიწევს. მინდა გითხრათ, რომ ეს ტყუილია. ისინი რჩებიან.

რა თქმა უნდა, გვსურს უეფას ფეარ პლეის წესები დავიცვათ და მის საზღვრებს არ გავცდეთ. ჩვენ საკუთარ ქმედებებში დარწმუნებულები ვართ".

როგორც ჩანს, ევროგრანდებს მოცდა მოუწევთ, რადგან ნეიმარი და მბაპე მინიმუმ 2020 წლამდე პარიზში რჩებიან.

ასევე იხილეთ - ანანიძე მძიმე სენით დაავადებულ კოლეგას დაეხმარა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები