ანანიძე მძიმე სენით დაავადებულ კოლეგას დაეხმარა
Aa
Aa

ანანიძე მძიმე სენით დაავადებულ კოლეგას დაეხმარა

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''მართვეს'' 18 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე მძიმე სენს ებრძვის. მას უცხოეთში მკურნალობა ესაჭიროება. რუსული ''კრილია სოვეტოვის'' ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ გურგენიძის დასახმარებლად სოლიდური თანხა გაიღო.

26 წლის ანანიძის ქმედებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგები ქართველ ფეხბურთელს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

შეგახსენებთ, არნემის ''ვიტესში'' ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ანანიძე კარიერას სამარის ''კრილია სოვეტოვში'' აგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება. ანანიძის ოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ 2 მარტს შედგება, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში''კრილია სოვეტოვის'' მეტოქე მოსკოვის ''ლოკომოტივი' იქნება, რომლის ღირსებას სოლომონ კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები