10 მილიონი საგამოფენო ორთაბრძოლის სანაცვლოდ! ფლოიდი ჩვეულ სტიქიაშია
Aa
Aa

10 მილიონი საგამოფენო ორთაბრძოლის სანაცვლოდ! ფლოიდი ჩვეულ სტიქიაშია

ფლოიდ მეივეზერი თავის ზედმეტსახელს, „მანი“-ის ყოველთვის ამართლებდა. სიტუაცია არც პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ამერიკელი მოკრივე რინგზე ტენშინ ნასუკავას წინააღმდეგ გამოვიდა. ფლოიდს გამარჯვების მოსაპოვებლად სულ რაღაც 139 წამი დასჭირდა და ჰონორარის სახით 9 მილიონი დოლარი მიიღო.

მეივეზერი მიღწეულით არ კმაყოფილდება და კიდევ რამდენიმე საგამოფენო ორთაბრძოლის ჩატარებას გეგმავს. ამჯერად საკუთარი გეგმები "მანი"-მ TMZ SPORTS გაუმხილა.

ჟურნალისტი: „გულშემატკივრებს აინტერესებთ მენი პაკიაოსთან მატჩრევანში თუ შედგება“?

ფლოიდი: „ახლა კრივის შესახებ ლაპარაკს არ ვაპირებ. ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ და სარფიან ინვესტიციებს ვახორციელებ“.

ჟურნალისტი: „არც საგამოფენო ორთაბრძოლების ჩატარებას გეგმავ“?

ფლოიდი: „ბევრი შემოთავაზება მაქვს! ერთ-ერთი საგამოფენო ორთაბრძოლა იაპონიაში, 3 ივლისს, შედგება. 3 რაუნდი! ჩემი წესებით!

ჟურნალისტი: „მოწინააღმდეგე ვინ იქნება? ისევ იაპონელი კიკბოქსერი“?

ფლოიდი: „არა, ამჯერად ყოფილ მოკრივეს დავუპირისპირდები, რომელიც წარმოშობით იაპონიდანაა. 2019 წელს 4 ან 5 საგამოფენო ორთაბრძოლას ჩავატარებ და 80 მილიონს მივიღებ. ივლისში გასამართი შერკინების სანაცვლოდ კი 10 მილიონს გადამიხდიან“.

ასევე იხილეთ - რუდი ლუბერსი - მუჰამედ ალის მეტოქე, რომელიც ამჟამად უსახლკაროა

ცხელი ამბები