დეონტეი უაილდერი:
Aa
Aa

დეონტეი უაილდერი: "მილერის შესახებ ამერიკაში არაფერი იციან"

ენტონი ჯოშუას გადაწყვეტილებას კრივის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 29 წლის ბრიტანელი მებრძოლი ა.შ.შ-ში პირველად იჩხუბებს და ჯარელ მილერს შეერკინება.

ჯოშუასა და მილერის ორთაბრძოლის შესახებ საკუთარი მოსაზრება რამდენიმე ცნობილმა პიროვნებამ დააფიქსირა. ერთ-ერთი დეონტეი უაილდერი გახლდათ. WBC-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონს მიაჩნია, რომ ენტონისა და ჯარელის ჯახი წარმატებული არ იქნება და მოკრივეების წარმომადგენლების მოლოდინებს ვერ გაამართლებს.

"მილერის შესახებ ამერიკაში არაფერი იციან. ჯარელი წარმოშობით ბრუკლინიდანაა, მაგრამ მშობლიურ ქალაქშიც არ იცნობენ".

"ჯარელი არაა ის მოკრივე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წარმატებას მოგიტანს. მეორე მხრივ ამერიკაში ენტონი ჯოშუას შესახებაც არაფერი იციან".

"ვფიქრობ ამერიკული პუბლიკა მათ ორთაბრძოლას პოზიტიურად არ მიიღებს, თუმცა გამორიცხული არაფერია, ვნახოთ რა მოხდება. არ მგონია მათ ის შედეგი დააფიქსირონ, რასაც ელიან".

შეგახსენებთ, რომ უაილდერს რინგზე ჯოშუას წინააღმდეგ გამოსვლა სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და დეონტეის მომდევნო მეტოქე უდიდესი ალბათობით ტაისონ ფიური იქნება.

ცხელი ამბები