ბორჯღალოსნების მე-12 საფეხური
Aa
Aa

ბორჯღალოსნების მე-12 საფეხური

კლუჟში რუმინეთის 18:9 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა „მსოფლიო რაგბის“ ყოველკვირეულ რეიტინგში 0,51 ქულა მიიღეს და მე-12 ადგილზე აღზევდნენ.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა აშშ-ს ნაკრებს 0,27 ქულით გადაასწრეს. ამჟამად ბორჯღალოსნებს 73,93 ქულა აქვთ.

ჩვენს წინ იაპონიის ნაკრებია (75,24), მსოფლიო თასის მონაწილეებიდან კი, ჩვენს უკან აშშ, ტონგა, იტალია, სამოა, ურუგვაი, რუსეთი, კანადა და ნამიბია არიან.

ჩვენმა მომავალმა მეტოქე ესპანეთმა, რუსეთის 16:14 ძლევით პოზიცია გაიმყარა, კანადას გადაასწრო და მე-20 ადგილზეა.

 საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ყველაზე მაღლა მე-11 ადგილზე ყოფილა.

ცხელი ამბები