რაფაელ დოს ანჟოსი: „მაკგრეგორი ნურმაგომედოვს ვერასდროს დაამარცხებს“
Aa
Aa

რაფაელ დოს ანჟოსი: „მაკგრეგორი ნურმაგომედოვს ვერასდროს დაამარცხებს“

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლას UFC-ის მოყვარულთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა უმრავლესობას მატჩრევანშის ხილვა სურს, მაგრამ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რაფაელ დოს ანჟოსი თვლის, რომ კიდევ ერთი შერკინების ჩატარებას აზრი არ აქვს.

ბრაზილიელმა საკუთარი მოსაზრება The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „ხაბიბს ჩხუბის ისეთი სტილი აქვს, რომელსაც მაკგრეგორი ვერაფერს დაუპირისპირებს. კონორს შანსი არ გააჩნია და დაღესტნელს ვერასდროს დაამარცხებს. კიდევ 100-ჯერ რომ იჩხუბონ არაფერი შეიცვლება, ნურმაგომედოვი ირლანდიელს ასივეჯერ ოქტაგონზე დააგდებს და ასივეჯერ მარტივ გამარჯვებას მოიპოვებს“.

„7 ოქტომბერს გამართული ორთაბრძოლის საწყისი რაუნდები კონორმა კარგად ჩაატარა, თუმცა ზეწოლას ვერ გაუძლო. ხაბიბის შეტევებთან გამკლავება მას დროის გასვლასთან ერთად უჭირდა. ნელ-ნელა მაკგრეგორმა შეცდომების დაშვება დაიწყო და საბოლოო შედეგი სწორედ ამან განაპირობა“.

შეგახსენებთ, რომ დოს ანჟოსს ორთაბრძოლა ნურმაგომედოვის წინააღმდეგაც აქვს გამართული. ხაბიბმა ბრაზილიელს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

ცხელი ამბები