აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
Aa
Aa

აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბე თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთის პრო დ2-ში გააგრძელებს.

ქუთასის „აიას“ 10 ნომერი "ბრივის" მაისურს ახალი სეზონიდან მოირგებს.მორაგბებ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"ბრივში" ამჟამად 4 ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ოთარ გიორგაძე ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ თედო აბჟანდაძემ საქართველო მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 2018 წლის ნოემბერში მოირგო და 3 შეხვედრაში 30 ქულის მოგროვება მოახერხა.

ცხელი ამბები