Aa
Aa

ოლიმპიადის მონაწილე და NFL-ის ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილე, ლოურენს ოკოიე პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკის შტატ ალაბამაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 13 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის 27 წლის სპორტსმენიც, რომელმაც გასული ოთხშაბათი საპყრობილეში გაატარა, ხუთშაბათს კი 1000 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ფაქტის შესახებ კომენტარი "ბირმინგემ აირონსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ლუისმაც, გააკეთა და განაცხადა: "ჩვენც იმდენი ვიცით, რამდენიც თქვენ და ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ".

ლოურენს ოკოიე ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „ბირმინგემ აირონის“ მოთამაშეა და მან დღეს გამთენიისას „მემფისთან“ გამართული მატჩი საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.

ლოურენსი საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო და დიდი შანსი იყო იმისა, რომ სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, თუმცა 2013 წელს დრაფტზე „სან ფრანცისკომ“ აირჩია და პროფესიონალურ სპორტში გადაინაცვლა.

ცხელი ამბები