პარიზის გრანდ სლემი: 21 წლის ნოზაძის ბრინჯაო და მარგველაშვილის ვერცხლის მედალი
პარიზის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ვიკტორ სვორტკოვი დაამარცხა. შავდათუაშვილმა მეტოქის ძლევა დამატებით დროში ვაზარით მოახერხა. შავდათუაშვილის შემდეგი მეტოქე ბერძენი გეორგიოს ზოდისი იყო, რომელიც ქართველმა დაამარცხა.
73 კგ. წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი მეოთხედფინალში ცენდ-ოჩირ ცოგბაატართან დამარცხდა. ტურნირზე მისი მაქსიმალური შედეგი ბრინჯაოს მედლის მოპოვება იქნება. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შავდათუაშვილმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფერდინანდ კარაპეტიანი დაამარცხა. შავდათუაშვილს გადანწყვეტი ბრძოლა ჰიდაიატ ჰეიდაროვთან უნდა გაემართა, თუმცა ჰეიდარაოვმა ტრავმის გამო ბრძოლაზე უარი განაცხადა. შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
60 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ ნოზაძემ პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. მისი შემდეგი მეტოქე საფრანგეთის წარმომადგენელი ვინსენტ ლიმარი იყო. როგორც ესპანელი, ასევე ფრანგი ნოზაძემ იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ნოზაძემ ეკვადორელი ლენინ პრესიადო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში ნოზაძის მეტოქე ნაოჰისა ტაკატო იყო. ქართველი იაპონელთან დამარცხდა. ნოზაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
21 წლის სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 სარეიტინგი ქულა მოიპოვა. გარდა ამისა ნოზაძე ფულად პრემიას მიიღებს. თამაზ ნოზაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და გორის სკოლაში ვარჯიშობს.
66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ფრანგი კევინ აზემა იპონით დაამარცხა. ქართველმა შემდეგ მეტოქე იტალიელ მატეო მედვესს ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში სებასტიან საიდლი ასევე ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა. მარგველაშვილი ფინალში მოლდოველ დენის ვიერუსს შეხვდა. მოლდოველმა ქართველს იპონით მოუგო. ქართველი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მარცხის მიუხედავად მარგველაშვილს 700 სარეიტინგი ქულა დაემატა და თავის წონაში მსოფლიოს ნომერ პირველი ძიუდოისტია.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან პრიზე დღე 3 მედლით დაასრულა.
პარიზის გრანდ სლემზე ჯაბა პაპინაშვილმა (66 კგ.), ნიკო ჭიკაიძემ (-66 კგ.) და ლაშა გიუნაშვილმა (73 კგ.) წარუმატებლად იასპარეზეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.
#JudoParis2019
— FF Judo (@ffjudo_officiel) February 9, 2019
Les combats ont débuté, c’est parti pour la 1ère journée de compétition ! @IntJudoFed - @AccorH_Arena pic.twitter.com/D1xBS1KJYo