ქართველთა ტრიუმფი ბულგარეთში: 3 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბულგარეთში პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 23 წლამდე ნაკრები იღებს.
70 კგ. წონით კატეგორიაში ივერი ჯულაყიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ანალოგიური შედეგი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილმა (92 კგ.) აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ჯულაყიძემ და მეგენეიშვილმა ფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები დაამარცხეს.

ივერი ჯულაყიძის ფინალური გამარჯვება
რაც შეეხება ტარიელ გაფრინდაშვილს, მან ფინალურ შეხვედრაში სლოვაკი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
დღეს, 9 თებერვალს აღნიშნული ტურნირის ფინალურ შეხვედრებში სამ ქართველს ვიხილავთ. ესენი არიან: რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გიორგი სულავა (74 კგ.).
საქართველოს სახელით ასევე იასპარეზებენ ზაურ ბერაძე (86 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.).
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური