''შევარდენს'' რუსი გაწვრთნის
Aa
Aa

''შევარდენს'' რუსი გაწვრთნის

ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ''შევარდენის'' მთავარ მწვრთნელად რუსი სერგეი ბულატოვი დაინიშნა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 46 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გაფორმდა.

ბულატოვს მხოლოდ რუსულ კლუბებში უმუშავია. 1995 წლის რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი ბრიანსკის ''დინამოს,'' ეკატერინბურგის ''ურალს,'' კურსკის ''ავანგარდსა'' და მოსკოვის ''არარატს'' ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის პრემიერლიგის 87 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. იცავდა ''ბალტიკას,'' ''კრილია სოვეტოვის,'' ''ურალისა'' და ''ფაკელის'' ღირსებას. ყაზანის ''რუბინში'' თამაშისას ბულატოვი ქართველი ფეხბურთელების, გიზო ჯელაძისა და დავით ჩალაძის თანაგუნდელი იყო.

შეგახსენებთ, ბულატოვმა ''შევარდენის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაია შეცვალა.

სანაიამ ''შევარდენი'' დატოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები