ლეო მესის საკუთარი შვილი აკრიტიკებს
Aa
Aa

ლეო მესის საკუთარი შვილი აკრიტიკებს

ლიონელ მესი კრიტიკის ობიექტი არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება. ოქროს ბურთის ხუთგზის ტრიუმფატორი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა უარყოფითი კომენტარების მიღება მასაც უწევს.

სამწუხაროდ მესის სრული სიმშვიდე არც საკუთარ ოჯახში აქვს. World Soccer-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლეომ განაცხადა, რომ უფროსი შვილი, ტიაგო, მისი თამაშით მოხიბლული ხშირად ნამდვილად არ გახლავთ.

„ტიაგოს ფეხბურთი მშვენივრად ესმის და დეტალების შესახებ მუდმივად მესაუბრება. რამდენჯერმე გამაკრიტიკა კიდეც“!

„ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა... ის ყველა ტურნირს ადევნებს თვალს და ფეხბურთი ძალიან უყვარს. ხანდახან კითხვებს მისვამს და მიმითითებს თამაშის მიმდინარეობა რომელ მომენტში შეიცვალა“.

„ფეხბურთელისთვის მარცხთან ან ცუდად ასპარეზობასთან გამკლავება ყოველთვის რთულია! ზუსტაფ ასეთ მომენტებში ტიაგო მაიძულებს ავუხსნა რა მოხდა და გამარჯვება რატომ ვერ მოვიპოვეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები