სოსო მათიაშვილი ეროვნულ ნაკრებს გამოაკლდა
Aa
Aa

სოსო მათიაშვილი ეროვნულ ნაკრებს გამოაკლდა

ბორჯღალოსნების საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა - ფულბეკი სოსო მათიაშვილი დაშავდა და გუნდს რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს, რომელსაც 11 თებერვალს 32 წელი შეუსრულდება. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, დღემდე 75 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.

სოსო მათიაშვილმა მყესი დაიზიანა და პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება. მის ნაცვლად გუნდში სანდრო თოდუას ვუხმეთ. გაგვიმართლა, რადგან სანდრომ ტრავმა მოიშუშა და კარგ ფორმაშია. მისი გამოცდილება გუნდს ერთი ასად გამოადგება. სოსო ჩვენთან დარჩება და ტრავმის რეაბილიტაციას ნაკრების სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ის რაგბი ევროპის ბოლო სამ მატჩში დაგვეხმარება“ - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

 მათიაშვილის გარდა, ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ პირველ ორ მატჩში ნაკრებს ანტონ ფეიქრიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო სვანიძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ტაბიძე და გურამ შენგელია ვერ დაეხმარებიან.

პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები კლუჟში გამართავენ. რუმინეთთან დაპირისპირება 9 თებერვალს საქართველოს დროით 16:00 საათზე გაიმართება.

ცხელი ამბები