Aa
Aa

"ბარსამ" დე იონგი ნეიმარის მიერ გაგზავნილი ესემესის ნახვის შემდეგ გადაიბირა

რამდენიმე დღის წინ "ბარსამ" "აიაქსიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრენკი დე იონგი გაიფორმა.

კატალონიელებმა თავიანთი დეენემის მატარებელი ნახევარმცველი დაიბევეს, რომელიც "პსჟ"-ს ზედ ცხვირწინ ააცალეს.

როგორ და რანაირად მოხვდა დე იონგი "ბარსელონაში" ამის შესახებ მან თავის პირველივე ინტერვიუში ისაუბა:

„მე ვფიქრობდი და ცოტას ვეჭვობდი - მათ ამდენი ნახევარმცველი ჰყავთ. ძირითადში ადგილის მოპოვება ძალიან რთული იქნებოდა. საბოლოოდ „ბარსამ“ სასურველი შემოთავაზება გააკეთა. მე არ მაქვს გარანტიები, თუმცა კარგი შანსები მაქვს.

საფრანგეთში ყოფნის დროს არ დამეუფლა ის განცდა და ვერ წარმოვიდგინე, რომ იქ 10 წელი ვითამაშებდი“.

დღეს კი მადრიდულმა AS-მა საკმაოდ სიანტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც დე იონგმა "ბარსელონაში" გადასვლა საბოლოოდ ნეიმარის მიერ გაგზავნილი ესემესის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა.

"ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა ამსტერდამში დასკვნითი ვიზიტისას დე იონგს აჩვენეს Whatsapp-ით ნეიმარის მიერ გაგზავნილი მესიჯი, რომელიც ბრაზილიელმა "ბარსას" ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას მიწერა.

წერილში ნეიმარი ლიგა 1-ში არსებულ სუსტ კონკურენციაზე, მის მიმართ ფეხბურთელთა უხეშობაზე საუბრობდა. ის "პსჟ"-ში გადასვლას ნანობდა.

საბოლოოდ დე იონგმა არჩევანი "ბარსას" სასარგებლოდ გააკეთა. რამ გადააწყვეტინა 21 წლის ჰოლანდიელს "კამპ ნოუზე" გადაბარგება? ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ესპანურმა პრესამ უდაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ასევე იხილეთ - ინტერვიუ დე იონგთან: „ბარსა“ ჩემს გამოყენებას ნახევარდაცვის სამ წერტილში გეგმავს"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები