ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
საგამოძიებო უწყებამ გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ , რომ გეგა გეგეშიძე 22 იანვარს პოლიციაში დაკითხვის შედეგ დააკავეს.
სამართალდამცველები 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს იკვლევენ, რა დროსაც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.