მიკ შუმახერმა სებასტიან ფეტელს აჯობა
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკმა, თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ გამოავლინა. მეხიკო სიტიში გამართულ "ჩემპიონთა რბოლაში" უმცროსმა შუმახერმა ფორმულა ერთის ოთხგზის ტრიუმფატორს, სებასტიან ფეტელს, აჯობა.
გერმანელი პილოტები ერთმანეთს ინდივიდუალური ტურნირის ეგიდით გაეჯიბრნენ და გამარჯვება მიკმა დაისაკუთრა.

სამწუხაროდ ამ უკანასკნელის წარმატებული სვლა მეოთხედფინალში შეწყდა, სადაც ფორმულა ერთის მოქმედ მრბოლელთან, ესტებან გუტიერესთნ, დამარცხდა. რაც შეეხება გუნდურ გათამაშებას, შუმახერისა და ფეტელის დუეტმა მეორე ადგილი დიკავა.

მიკის ბრწყინვალე ასპარეზობას ფორმულა ერთის სამყროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივართა უმრავლესობა უმცროსი შუმახერის გამოსვლით გაოცებულია და მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა რბოლა" საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას ფორმულა ერთის, მსოფლიო რალის, ინდიქარის და ნასქარის ვარსკლავები იღებენ.