პაკიაო VS ბრონერი! 20 იანვარი ახლოვდება!
Aa
Aa

პაკიაო VS ბრონერი! 20 იანვარი ახლოვდება!

მენი პაკიაოსა და ადრიენ ბრონერის დაპირისპირება ახლოვდება. აღნიშნული ორთაბრძოლა 20 იანვარს, თბილისის დროით 06:00-ზე დაიწყება. გამარჯვებული WBA-ის საჩემპიონო ქამარს დაიმსახურებს, რომელიც ფილიპინელმა მოკრივემ ლუკას მატისეს დამარცხების შედეგად დაისაკუთრა.

რამდენიმე საათის წინ „პაკმენმა“ და ბრონერმა ორთაბრძოლის წინ ბოლო კონფერენცია გამართეს და სამომავლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს.

ბრონერი: „მოწინააღმდეგის შეურაცხყოფას არ ვაპირებ. წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მელის და დარწმუნებული ვარ ჩემი გამარჯვების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება“.

„კრივის ქომაგები მეივეზერისა და პაკიაოს მატჩრევანშის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ხდება. ფლოიდმა კარიერა დაასრულა და არ მგონია დაბრუნების სურვილი ჰქონდეს“.

„დარწმუნებული ვარ რინგს გამარჯვებულის სტატუსით დავტოვებ. პაკიაოსთან ბრძოლა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევ“.

„მენიმ კრივისთვის ბევრი რამ გააკეთა. პაკიაოს უდიდეს პატივს ვცემ. ამიტომ ჯერ ნოკაუტში ჩავაგდებ შემდეგ კი მასთან ერთად დავლევ. წინ საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის, რომელიც ჩემი უპირატესობით ჩაივლის და დამსახურებულ გამარჯვებას დავისაკუთრებ".

ბრონერისგან განსხვავებით პაკიაო გაცილებით მოკრძალებული იყო.

„მინდა რინგზე გავიდე და გულშემატკივრები გავახარო. ბევრი ამბობდა, რომ ჯეფ ჰორნთან მარცხის შემდეგ ჩემი კარიერა დასრულებული იყო, თუმცა მატისესთან შერკინებისას დავამტკიცე, რომ ჩემი ჩამოწერა ნაადრევია“.

„სიმართლე გითხრათ ჰორნთან შეხვედრის შემდეგ მიღებული კრიტიკა მორიგი გამოწვევა იყო. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც  ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა. რომ არა ისინი, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი“.

ცხელი ამბები