350 მილიონი -
Aa
Aa

350 მილიონი - "ტოტენჰემმა" ფასი დაასახელა! "რეალი" მოლაპარაკებებს იწყებს

ლონდონის ‘‘ტოტენჰემის’’ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა კარიერა შესაძლოა მადრიდის ‘‘რეალში’’ გააგრძელოს.

AS-ის ცნობით ‘‘დეზები’’ კეინის სანაცვლოდ 350 მილიონ ევროს ითხოვენ. კლუბები მოლაპარაკებას სეზონის დასრულების შემდეგ გამართავენ.

მადრიდელებს "ტოტენჰემთან" არსებული წარმატებული ურთიერთობის გაგრძელება სურთ. მოდრიჩისა და ბეილის შემდეგ ისინი კეინის თავიანთ რიგებში ხილვასაც გეგმავენ.

როგორც ადრე ფლორენტინო პერესმა აღნიშნა, ის 100 მილიონზე მეტის გადახდას არცერთ მოთამაშეში არ აპირებს, თუმცა ამ მიდგომით ნათლად ჩანს, რომ "რეალი" რონალდუს წასვლის შემდეგ ვერცერთ ვარსკვლავს ვეღარ იმატებს.

25 წლის ინგლისელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 30 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 14 გოლია.

პრემიერლიგაში კეინი ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები