''რეალის'' ოფიციალური შეთავაზება პალასიოსის გადასაბირებლად
Aa
Aa

''რეალის'' ოფიციალური შეთავაზება პალასიოსის გადასაბირებლად

საფეხბურთო კლუბი მადრიდის ''რეალი'' მზადაა ეზეკიელ პალასიოსის ტრანსფერთან დაკავშირებით ''რივერ პლეიტს'' ოფიციალური შეთავაზებით მიმართოს. ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი რენატო კორსი ადასტურებს.

გასული წლის დეკემბერში პალასიოსი ''რივერ პლეიტს'' კოპა ლიბერტადორესის თასის მოგებაში დაეხმარა. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით 20 წლის ტალანტი მადრიდის ''რეალსა'' და კატალონიის ''ბარსელონას'' სურდათ.

კორსი La Oral Deportiva de Radio Rivadavia-ს ესაუბრა.

''უახლოეს დღეებში ''რეალი'' ''რივერ პლეიტს'' ოფიციალური წინადადებით მიმართავს და პროცესი წინ წავა.

ეზეკიელს, მის ოჯახსა და მე ივნისში მადრიდში ჩასვლა გვსურს. ''რეალის'' ხელმძღვანელებს პრობლემა არ აქვთ, რომ ივნისამდე პალასიოსმა ''რივერ პლეიტში'' ითამაშოს.

''რეალს'' სურს პალასიოსი. სავარაუდოდ, ''რივერ პლეიტი'' მას გაყიდის.''

პალასიოსის დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გასული წლის სექტემბერში შედგა.

გასულ თვეში ''რივერ პლეიტის'' პრეზიდენტმა როდოლფო დ'ონოფრიომ განაცხადა, რომ ''რეალი'' პალასიოსთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართავს გეგმავდა. როდოლფო დ'ონოფრიო პალასიოსის შესაძლო ტრანსფერის შესახებ მადრიდულ Marca-ს ესაუბრა.

''ფლორენციო პერესთან პალასიოსის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა 20 დღის წინ ''რეალის'' დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო პალასიოსის შესახებ ენცო ფრანჩესკოლის ესაუბრა.

ეკონომიკური თვალსაზრისით ''რივერსა'' და ''რეალს'' შორის დიდი ფინანსური სხვაობაა. აქედან გამომდინარე ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან რთულია.

ჩვენ მზად ვართ პალასიოსის თაობაზე მოლაპარაკების გასამართად.თუ ფეხბურთელი ''რივერიდან'' ''რეალში'' წავა, ეს ჩვენი პრესტიჟია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები