პორტუგალიელ ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა
Aa
Aa

პორტუგალიელ ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა

''სეტუბალის'' პორტუგალიელ მცველ ნუნუ პინტუს სიმსივნე დაუდგინდა. აღნიშნულის თაობაზე კლუბის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

''სეტუბალის'' კაპიტანმა ვასკო ფერნანდეშმა პინტუსთან დაკავშირებით ისაუბრა:

''ის მებრძოლია. ყველანი მის გვერდით ვდგავართ.

ის დიდებული პიროვნება და დიდებული მამაა. მომავალში ამ პერიოდს გავიხსენებთ, როგორც კიდევ ერთ მოგებულ ბრძოლას.''

პრესკონფერენციაზე პინტუმ ცრემლები ვერ შეიკავა

პორტუგალიის თასზე ''ბრაგასთან'' შეხვედრაში ქომაგებმა ფეხბურთელის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. მათ გამოფენილ ბანერებზე თანამდგომის გამომხატველი შინაარსის წარწერები იყო.

BBC-ი ნუნუ პინტუს კომენტარს ავრცელებს.

ნუნუ პინტუ: ''მთელი გულით მადლობას ვუხდი ქომაგებს. მახსოვს, რომ ჯანმრთელობა ერთადერთი რამ არის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

ეს მატჩი, ეს ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. შედეგი იქნება ერთადერთი და ეს იქნება გამარჯვება.''

ნუნუ პინტუსთან დაკავშირებით ''შავეშის'' ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე Crystalsport-ს ესაუბრა. ებრალიძე პინტუს პირადად იცნობს: '' მას მთელი პორტუგალია გვერდში უდგას. მთელი ქვეყანა მასზე საუბრობს. ძალიან რთული მომენტია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.''

ფეხბურთელს მხარდაჭერა ''პორტუს'' ფეხბურთელებმა გამოუცხადეს

32 წლის მარცხენა მცველს ''ბოავიშტაში,'' ''ნასიონალში,'' უკრაინულ ''ტავრიასა'' და ბულგარულ ''ლევსკიში'' უთამაშია. 2015 წლიდან ნუნუ პინტუ ''სეტუბალის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები