ვლადიმირ კლიჩკო ბრუნდება?
Aa
Aa

ვლადიმირ კლიჩკო ბრუნდება?

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით ლეგენდარული უკრაინელი მებრძოლი, ვლადიმირ კლიჩკო, დაბრუნებას და ენტონი ჯოშუასთან მატჩრევანშის გამართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მძიმეწონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კარიერა სწორედ ბრიტანელ მებრძოლთან დამარცხების შემდეგ დაასრულა. მიუხედავად ამისა კლიჩკო გადაწყვეტილების შეცვლას და ჯოშუას წინააღმდეგ გამოსვლას კიდევ ერთხელ აპირებს.

აღნიშნული ინფორმაცია ენტონის პრომოუტერმა, ედი ჰირნმა გაავრცელა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებთან საუბრისას ჯოშუას სამომავლო გეგმებს შეეხო და აღნიშნა: „ჯოშუას მომდევნო მეტოქე შეიძლება ტაისონ ფიური, დეონტეი უაილდერი, დილლიან უაითი, ოლექსანდრ უსიკი ან ჯარელ მილერი იყოს. გამორიცხული არაფერია“.

„რინგზე დაბრუნება ვლადიმირ კლიჩკოსაც სურს. როგორც ვიცი მან ჯოშუას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც ასეთ ტექსტს შეიცავდა: დაბრუნება მინდა! თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ მძიმეწონით დივიზიონში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შემიძლია“.

ცხელი ამბები