Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - ტორონტო 93 - 113

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 11 შეხვედრა იხილეს. ცენტრალური მატჩი ოკლენდში შედგა, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ტორონტოს“, უმასპინძლა.

კანადელები კავაი ლეონარდის გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და მოქმედი ჩემპიონები მიწასთან გაასწორეს.

„რეპტორსს“ 23 ქულითა და 12 შედეგიანი გადაცემით კაილ ლაურიმ ულიდერა. სერჟ იბაკამ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. დენი გრინი კი 15 ქულით გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან ჩვეულ ფორმაში მხოლოდ კევინ დურანტი იმყოფებოდა. „უორიორსის“ მსუბუქმა ფორვარდმა გუნდს 30 ქულა შესძინა. კლეი ტომპსონმა მატჩი 14 ქულით დაასრულა, ხოლო სტეფ კარიმ მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულა დააგროვა.

ნიუ ორლეანი - ოკლაჰომა 118 – 114

ენტონი დევისის „ნიუ ორლეანმა“ პრინციპულ დაპირისპირებაში იმარჯვა და საკუთარ მოედანზე „ოკლაჰომა“ დაამარცხა.

„პელიკანსს“ სწორედ ხსენებულმა დევისმა ულიდერა. ამ უკანასკნელმა აქტივში 44 ქულა და 18 მოხსნა ჩაიწერა. ჯულიუს რენდელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 12 მოხსნა. ჯრუ ჰოლიდეი კი 20 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

„ოკლაჰომას“ პოლ ჯორჯმა 25 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. დენის შროდერმა თავი 24 ქულას მოუყარა. სტივენ ადამსმა კი 20 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - დეტროიტი 108 – 107

კლივლენდი - ნიუ იორკი 113 – 106

ინდიანა - მილუოკი 113 – 97

ფილადელფია - ბრუკლინი 124 – 127

ვაშინგტონი - ბოსტონი 125 – 130

მემფისი - პორტლენდი 92 – 83

დალასი - ატლანტა 114 – 107

იუტა - მაიამი 111 – 84

საკრამენტო - მინესოტა 141 - 130

ცხელი ამბები