UEFA-ს მსგავსად! გლობალური ერთა ლიგა - FIFA-ს ახალი ტურნირი
Aa
Aa

UEFA-ს მსგავსად! გლობალური ერთა ლიგა - FIFA-ს ახალი ტურნირი

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო FIFA ახალი ტურნირის შექმნას გეგმავს და ამავდროულად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ფორმატის შეცვლაზეც ფიქრობს.

როგორც ჩანს FIFA-ში UEFA-ს მიერ შექმნილი ახალი ტურნირი ერთა ლიგა მოეწონათ და მსგავსი რამის გაკეთებას თავადაც გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებსა და მსგავს ქვეყნებს მუნდიალზე მოხვედრის შანსი გაუჩნდებათ.

FIFA-მ უკვე შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობას შეუდგა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო გლობალური ერთა ლიგის შექმნისთვის ემზადება, რომელიც UEFA-ს ერთა ლიგის მსგავსი იქნება. ასევე, შეიცვლება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფორმატიც.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად საკლუბო მუნდიალზე მხოლოდ 6 კლუბი თამაშობს, ახალი ფორმატის მიხედვით კი რაოდენობა 24-მდე გაიზრდება. ამასთან ერთად ტურნირი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ამჟამინდელი წესების თანახმად საკლუბო მუნდიალი ყოველი წლის დეკემბერში ტარდება.

ხსენებული ცვლილებების შესახებ მომუშავე გუნდზე FIFA-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ზვონიმირ ბობანმა ისაუბრა:

„ამ ჯგუფის მუშაობა ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება.

ჯგუფმა ფიფას ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური რჩევა უნდა მისცეს. ფეხბურთის მომავლისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ“.

როგორც ხედავთ FIFA-ს UEFA-ს ერთა ლიგის ფორმატი მოეწონა და მალე შესაძლოა ანალოგიური მასშტაბური ტურნირი ვიხილოთ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი შანსი იქნება, ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები