უსიამოვნო და აღმაშფოთებელი ფაქტი! ჭადრაკის ფედერაციის განცხადება
Aa
Aa

უსიამოვნო და აღმაშფოთებელი ფაქტი! ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოხალისეებმა სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა აღმოაჩინეს, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა აღნიშნული.

მოხალისეებმა ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ კი რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.

„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი მანსიისკიდან დელაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.”

ცხელი ამბები