Aa
Aa

"მიყვარს ბრძოლა, ფულს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მე ფულის გარეშეც ვიბრძოლებ"

UFC-ში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. დვალიშვილმა ტეირონ უეირი ძალიან დამაჯერებლად 30-25, 30-25, 30-25 დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა მოსკოვში გამართული სადებიუტო შეხვედრა შთამბეჭდავი გამოსვლით აღნიშნა და ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე გაიმარჯვა.

მერაბის 330 დან 205-მა დარტყმამ მიზანს მიაღწია, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ მხოლდოდ 22-ჯერ მოარტყა მერაბს. დვალიშვილის 165 ძლიერი დარტყმიდან 62 მიზანს მოხვდა. უეირმა კი სულ 8 მეტნაკლებად მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა. 

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მედიას ესაუბრა.

''ძალიან ბედნიერი ვარ. გავაბედნიერე ჩემი დიდებული მწვრთნელი მეტ სარა.

საერთოდ არ ვნერვიულობდი. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეგვიძლია.

მე ვხედავ ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რაც ჩემს მოტივაციას ძალიან ზრდის, თუმცა ვიცი რომ მეც ძლიერი მებრძოლი ვარ. მე შემიძლია ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან ნებისმიერ დროს.

მე ვარ მებრძოლი. მე მიყვარს ბრძოლა.მე შემიძლია ბრძოლა ფულის გარეშე".

ინტერვიუს მიწურულს დვალიშვილმა საბრძოლველად გამოიწვია დაუმარცხებელი შონ “შუგარ” ო’მალი.

"მზად ვარ შემდეგი ბრძოლისთვის. საბრძოლველად ვიწვევ შონ ო'მალის."

ცხელი ამბები