Aa
Aa

ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა! "სან ხოსეს" ქართველის გოლმა ვერ უშველა

გამთენიისას თბილისის დროით 06:00 საათზე MLS-ის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე" "ვანკუვერთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა.

ამერიკელთა ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იმყოფებოდა.

სამწუხაროდ "სან ხოსემ" უპირატესობა ვერ გამოიყენა და 0:2 მარცხდებოდა.

ყაზაიშვილმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა.

ვაკოსთვის ხსენებული გოლი სეზონში მე-9 გამოდგა. მის ანგარიშზე ასევე 4 საგოლე გადაცემაც ფიქსირდება.

როგორც მოგეხსენებათ, წინა ტურში ყაზაიშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო.

ქართველების "სან ხოსე" კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთა ლიგას ვაკო ყაზაიშვილი სასურველ ფორმაში ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები