Aa
Aa

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი! ყაზაიშვილის დუბლი, საგოლე გადაცემა და "სან ხოსეს" გამარჯვება

გამთენიისას ჩვენი დროით 06:30 საათზე MLS-ში 26-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსემ" "დალასს" უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაზაიშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა შემტევმა დუბლი გაიფორმა და პლუს საგოლე გადაცემაც გააკეთა.

თუმცა აქ მთავარი არის თუ რა დროს მოახერხა ეს ვაკომ. როცა "სან ხოსე" 0:1 მარცხდებოდა, ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი თავისიანები წინაც გაიყვანა.

ვაკოს მეორე გოლი განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველებს თავბრუ დაახვია და ულამაზესი გოლი გაიტანა.

მიუხედავად ვაკოს კარგი თამაშისა შეხვედრაში ანგარიში 3:3 იყო. 62-ე წუთზე ყაზაიშვილმა ვონდოლოვსკის უპასა და ამერიკელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 4:3.

"სან ხოსეს" მეორე ქართველმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა. აღსანიშნავია გურამის მხარდასაჭერი ბანერი, რომელიც ამერიკაში მყოფმა ქართველებმა მატჩის დაწყებამდე გამოფინეს.

აქვე გეტყვით, რომ ვაკო ყაზაიშვილს წლევანდელ სეზონში უკვე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ერთა ლიგის დაწყების წინ საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად სასიამოვნოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები