Aa
Aa

1998 წლის შემდეგ პირველად! საქართველო იაპონიასთან უშანსოდ დამარცხდა!

„ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის დასკვნითი ტესტ მატჩი იაპონიაში გამართეს და 28:0 დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი მილტონ ჰეიგის გუნდისთვის არასასიამოვნოდ წარიმართა და 0:9 დასრულდა.

იაპონიამ აქტიურად დაიწყო და მალევე ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 კაცით დარჩა. მსაჯმა ვიტო კოლელიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა.

იაპონიამ რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ლელოს დადება ვერ შეძლო, თუმცა ორი ჯარიმის რეალიზება მოახერხა და შესვენებაზე ცხრა ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. იაპონიამ ზეწოლა გაზარდა და ჩვენი ხაზის გაჭრა ორჯერ მარტივად მოახერხა, რასაც ბუნებრივია ლელოები მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და შეტევებისას ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა.

იაპონელებმა მალე მორიგი ლელო დაგვიდეს. „ბორჯღალოსნების“ დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა - 28:0.

1998 წელს დუბლინში ირლანდიასთან 70:0 დავმარცხდით და შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ისე დათმო, რომ ქულაც ვერ მოიპოვა...

ცხელი ამბები