''შოკირებული ვარ'' - ''გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არაა''
Aa
Aa

''შოკირებული ვარ'' - ''გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არაა''

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოლომონ კვერკველიას ბინაში გულშემატკივრის გარდაცვალების შესახებ თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა. 26 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ ბინა 6 თვეა რაც მეგობარს აჩუქა და მას შემდეგ ბინაში არ ყოფილა.

''ექვსი თვეა იმ ბინაში აღარ ვცხოვრობ. ბინა ჩემს მეგობარს მივეცი. ექვსი თვეა რაც იქ აღარ ვყოფილვარ. თბილისში ვარ და როდესაც ეს ამბავი გავიგე, შოკში ჩავვარდი'' - განაცხადა კვერკველიამ sport24.ru-სთან საუბარში.

რუსული მედიის ცნობით გარდაცვალების ფაქტი რუსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ დაადასტურა. მისი თქმით გვამი კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვნეს.

კვერკველიამ ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მისი მეგობარი არაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები