მეისონ კარტრაითის საშინელი ტრავმა
Aa
Aa

მეისონ კარტრაითის საშინელი ტრავმა

“WBO“-ს ევროპული “Welterweight”-ის წონით კატეგორიაში გამართული მატჩის შემდეგ, მეისონ კარტრაითმა საკუთარი ტრავმა გაასაჯაროა.

მაიკლ ტეტლისთან ორთაბრძოლა მსაჯმა მეცხრე რაუნდში შეაჩერა და კარტრაითს ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა.

განაწყენებულმა მეისონმა, რომელიც თვლიდა, რომ მისთვის შეხვედრის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცათ, საკუთარი ემოციები „ტვიტერზე“ გამოხატა: „გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო! ვფიქრობ, ბრძოლას მე-10 რაუნდშიც შევძლებდი. კარგი მოკრივე ვარ და საკუთარ სიძლიერეს მატჩში დაბრუნებით დავადასტურებდი“.

 

კარტრაითი ორთაბრძოლის დასაწყისში უპირატესობას ფლობდა და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე, რომ მისულიყო დიდი ალბათობით სწორედ ის გაიმარჯვებდა. სწორედ ამიტომ მეისონი მარცხის შემდეგ რინგზე საკუთარ უკმაყოფილებას ვერ მალავდა.

ტეტლიმ მეტოქე ნოკდაუნში მეშვიდე რაუნდში ჩააგდო და საბოლოო გამარჯვება მეცხრე რაუნდში მოიპოვა.

ცხელი ამბები