UFC-ში გადასვლისთვის ბრძოლა - ჭიკაძის კონტრაქტი და შეხვედრა მაროკოელთან
Aa
Aa

UFC-ში გადასვლისთვის ბრძოლა - ჭიკაძის კონტრაქტი და შეხვედრა მაროკოელთან

მსოფლიოს ჩემპიონი კიკ-ბოქსინგში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე Dana White-ში მაროკოელ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდება. თუ 19 ივნისს გასამართ ბრძოლაში ქართველი გაიმარჯვებს, ჭიკაძეს UFS-თან კონტრაქტის გაფორმების რეალური შანსი ექნება.

''Dana White-ში იუსუფ ზალალს შევხვდები. მან ხუთივე გამართული ბრძოლიდან ხუთივე ნოკაუტით მოიგო. აღნიშნულ შოუზე მხოლოდ 5 დაპირისპირება შედგება. ბრძოლებს დანა უაითი და და UFC-ის მთელი პერსონალი დაესწრება. ისინი გამარჯვებულთაგან საუკეთესოებს შეარჩევენ და კარიერის UFC-ში გაგრძელების საშუალებას მისცემენ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა'' - აღნიშნა ჭიკაძემ.

რაც შეეხება ჭიკაძის განვლილ კარიერას, გიგამ MMA-ში გამართული 6 ბრძოლიდან 5 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ხუთივე ბრძოლაში “ნოკაუტით’’ გაიმარჯვა.

გიგა ჭიკაძე ოფიციალურ facebook-ის გვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მან Dominance MMA Management-თან გააფორმა ხელშეკრულება. აღნიშნული სამენეჯმენტო კომპანია MMA-ში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ცხელი ამბები