ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით გახსნა.

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ჩვენებურმა ავსტრიელ ჯერალდ მელცერს 4 სეტში - 6:3 6:4 2:6 6:3 მოუგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილმა 4 ეისთან და 34 "ვინერსთან" ერთად, 2 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 75%, ხოლო მეორეზე ქულების 51% მოიგო.

ნიკოლოზი ტურნირის შემდეგ წრეში, მსოფლიოს 117-ე ჩოგან რუბენ ბემელმანსს შეხვდება, რომელმაც ფრანგი ლუკას პუიე 4 სეტში დაამარცხა.

მატჩი 17 იანვარსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები