ბასილაშვილმა წელი 59-ე ჩოგნის რანგში დაამთავრა
Aa
Aa

ბასილაშვილმა წელი 59-ე ჩოგნის რანგში დაამთავრა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2017 წელი მსოფლიო რეიტინგის 59-ე საფეხურზე დაასრულა.

ბასილაშვილმა განვლილ სეზონში 66 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 32 მოიგო, ხოლო 34 წააგო.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგის სათავეს, იქ რაფაელ ნადალია, რომელიც მე-2 პოზიციაზე მყოფ როჯერ ფედერერს დაახლოებით 1000 ქულით უსწრებს.

დავამატოთ ისიც, რომ ახალი სეზონი იანვრის დასაწყისიდან დაიწყება და მისი პირველი სერიოზული ტურნირი ბრისბენში ჩატარდება.

15 იანვრიდან კი ჩოგბურთელები წლის პირველ დიდი სლემის ტურნირ ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები